Recent Posts

I'm busy working on my blog posts. Watch this space!

Please reload

Featured Posts

"ყოფაქცევის კულტურა" – ინტერვიუ ლია ბედინაძესთან

 

 

       დაწყებითი კლასებისათვის განკუთვნილ "ყოფაქცევის კულტურა", რომელიც მოზარდებში კულტურისა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, კიდევ ორი სახელმძღვანელო შეემატა (გადამუშავებული და უკეთ ადაპტირებული მასალა მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის). წიგნის ავტორია 24-ე საჯარო სკოლის დამსახურებული პედაგოგი, იაკობ გოგებაშვილის მედლისა და საპატიო სიგელის მფლობელი, არასამთავრობო ორგანიზაციის სიახლეთა კვლევის ცენტრის „მცოდნელის“ დამფუძნებელი, ქალბატონი ლიანა ბედინაძე.
"ჯეონიუსი"ქალბატონ ლიანა ბედინაძეს გამოცემულ სახელმძღვანელოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
- რა ვითარებაა სკოლებში მოზარდთა ზნეობრივი აღზრდის თვალსაზრისით?
- მოგეხსენებათ, სკოლა მოზარდთა ინტელექტუალური და მოქალაქეობრივი აღზრდის უმნიშვნელოვანესი კერაა. სკოლის იდეა, ზოგადად მხოლოდ ცოდნის მიღებაზე არაა ორიენტირებული, მას აღმზრდელობითი ფუნქციაც აკისრია. წლიურ პერსპექტიულ სამიშაო გეგმაში სკოლები ირჩევენ რამოდენიმე ღირებულებას, როგორც ორიენტირს, როგორიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, თანამშრომლობის უნარის განვითარება, გარემოს დაცვაზე ზრუნვა და სხვა. ასეთ თემებზე სკოლებში მრავალი აქტივობა და ღონისძიება იგეგმება.
- აღმზრდელობის თვალსაზრისით პრობლმებზე რას იტყოდით?
- ვიქრობ, მოსწავლები უნდა აღიზარდონ კაცობრიობის კულტურის მემკვიდრეებად. მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი დამოკიდებულება სკოლათან, ოჯახთან, სამშობლოსთან, საკუთარ თავთან, რაც ჯანსაღ სამოქალაქო ცნობიერებას და კანონმორჩილებას გულისხმობს. სამწუხაროდ, ამჟამად მოზარდების უმეტეს ნაწილში ვლინდება მომატებული აგრესია, დამახინჯებული მეტყველება, არჯანსაღი ურთიერთამოკიდებულება, რომელიც სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული: ბავშვები დიდ დროს ატარებენ ტელევზორთან, კომპიუტერთან, მათი კუმირები ის გმირები ხდებიან, რომლებსაც ახასიათებთ ბილწსიტყვაობა და აგრესია. სწორდ აქ უნდა შეასრულოს სკოლამ შეუცვლელი როლი მოსწავლეების ცნობიერებისა და აზროვნების სწორად ჩამოყალიბებაში. ეს პრობლემები გახდა „ყოფაქცევის კულტურის“ შექმნის მიზეზი.
- როდის დაიწყო თქვენი როგორც პედაგოგის საავტორო საქმიანობა?...
- 90-იან წლებში, როდესაც სკოლაში მუშაობა დავიწყე ქვეყანაში დიდი ცვლილებების ხანა იყო. ამ დროს ყოფა-ცხოვრება შეიცვალა, სხვა ეპოქამ, სხვა ქარიშხალმა შემობერა. ამ ქარიშალმა სკოლებზეც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდების მენტალიტეტი შეიცვალა, ტოტალიტარული რეჟიმის შემდეგ ბევრმა თავისუფლება აღვირახსნილობად აღიქვა, რაც მათ ქცევაში აისახა კიდეც. ეს რა თქმა უნდა მოსაწონი არ იყო.
გარკვეული წლების შემდეგ, ერთ დღეს, ჩემს თავთან მარტოდ დარჩენილს იდეა დამებადა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის რაღაც ისეთი შემეექმნა, რომელიც ზნეობრივი აღზრდის თვალსაზრისით მათთვის ღირებული და საინტერესო იქნებოდა. ამიტომ მიზნად დავისახე შემექმნა ისეთი სახელმძღვანელო-მასალა, რომელიც მოსწავლეებთან ურთიერთობისას, როგორც დამრიგებელს ,არა მარტო ჩემს კლასში გამომადგებოდა, არამედ საქართველოს მაშტაბით ყველა აღსაზრდელთან მიიტანდა ჩემს სათქმელს. ასე შეიქმნა წიგნი „ყოფაქცევის კულტურა“ (ავტორი, ლია ბედინაძე) და „მასწავლებლის წიგნი“ (თანაავტორი 24-ე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი-- ელენე გოგოლაძე) სახელმძღვანელო- მასალა, რომელიც მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების შედეგია.
- რა საკითხებს მოიცავს წიგნის თემატიკა?
- თემატიკა საიტერესო და მრავალეფეროვანია, რომელიც გათვლილია 32 კვირაზე (კვირაში ერთი საათი) სადამრიგებლო პროგრამის ასათვისებლად. ეს თემებია: „ცოტა რამ კულტურის შესახებ“, „გაცნობა“, „ჩემი ცხოვრების წესი“, „ცნება ენის შესახებ“, „რა ალამაზებს ადმიანს“, „რა არის სიყვარული“, „საუბრის კულტურა“, „სინდისი და პატიოსნება“ და ასე შემდეგ.
- როგორ მუშაობენ მოსწავლეები წიგნის საშუალებით?
- წიგნი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ფაქიზად, უხეში ჩარევის გარეშე ჩაწვდეს ბავშვის სულიერ სამყაროს და გახდეს მისი უფროსი მეგობარი. არჩეული თემის ირგვლივ, რომელიც გაჯერებულია შესატყვისი ბრძენთა გამონათქვამებით,ქცევის ეტიკეტის სამახსოვროებით, ბავშვთა ულებების კონვენციიდან ამონარიდებით და სხვა გაცნობის შემდეგ იწყება მსჯელობა, აზრთა გაზიარება. მოსწავლე წაკითხული თემის, ცხოვრებაში ნანხის, გაგონილის და განცდილის მიხედვით შეასრულებს დავალებას, რაც გამოიხატება პატარა ლიტერატურული თხზულების და ნახატის შესრულებით. საუკეთესო თემისა და ნახატის შემსრულებელი მოსწავლე ახდენს თავისი ნაშრომის პრეზენტაციას, რომელიც სიტყვიერი შექებით, ხოლო წლის ბოლოს საუკეთესო თემის წარმოდგენისათვის ასოციაცია „მცოდნელის“სამახსოვრო სიგელით ჯილდოვდება.
- პროფესიონალთა მხრიდან თქვენს ნაშრომს თუ მოჰყვა განოხმაურება?
- 2000 წლის დასაწყისში ნაშრომი განიხილა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინტიტუტის პედაგოგიკის კათედრამ და უმაღლესი შეაფასება მისცა, რის გამოც ნაშრომს მიენიჭა გრიფი, როგორც სახელმძღვანელო მასალა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის. ნაშრომი წარდგენილი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მე-7 კონფერენციაზე, 2001 წლის 8 ივნისს. კონფერენციის დიდი ნაწილი დაეთმო აღნიშნული ნაშრომის განხილვას, რასაც პედაგოგებისაგან დადებითი რეაქცია მოჰყვა. 2003 წლის17-18 მაისს, ამერიკის ეგიდით, ერევანში ჩატარდა საერთაშორისო კვლევების და გაცვლების საბჭოს( IRX-ის)კონკურსი(სწავლების პროგრამების შემუშავებისა და მასწავლებელთა ტრენინგის ფარგლებში). კონფერენციაზე, სადაც სამი ქვეყნის: სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პედაგოგები იყვნენ მიწვეულნი ნაშრომი "ყოფაქცევის კულტურა", "მოსწავლის წიგნი" და ამავე წიგნის სწავლების მეთოდიკის სახელმძღვანელო "მასწავლებლის წიგნი" იქნა წარდგენილი. კონფერნციაზე მოწონებული ნაშრომებისა, მათ შორის „ყოფაქცევის კულტურის|" შესახებ ინფორმაცია ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად დაიბეჭდა ინგლისურ ჟურნალში "მასწავლებელი".

- წიგნის დაბეჭდვა მცირე სახსრებთან არააა დაკავშირებული, ვინმე გაფინანსებთ?
- წიგნი საკუთარი დანაზოგით, მცირე ტირაჟით, ასოციაცია მცოდნელის დახმარებით გამოიცემა, აპრობაციას გადის თბილისისა და ბათუმის რამოდენიმე სკოლაში, მათ
შორის 24-ე საჯარო სკოლაში. აქვე მსურს, თქვენი საიტის საშუალებით მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისათვის 24-ე საჯარო სკოლის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივსა და სამეურვეო საბჭოს, რომელიც წლების განმავლობაში ჩემი პედაგოგიური კვლევების ხელშემწყობია.
-თანამშრომლობთ სხვა სკოლებთან?
ვთანამშრომლობ იმ მასწავლებლებთან, რომელ სკოლებშიც ეს სახელმძღვანელო გადის აპრობაციას.ჩვენ ერთობლივად ვატარებთ გაკვეთილებს ჯეოკლასში ისტ-ის გამოყენებით, ვაწყობთ შეხვედრებს და გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს.
- რა არის თქვენი, როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგის მიზანი?
- ჩემი მიზანია, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს, რომლებსაც ჩემი ნაშრომები სადამრიგებლო მუშაობას გაუადვილებს, რაც დაეხმარება მათ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის კეთილსინდისიერად აღზრდაში .
- ცოტა რამ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ...
-მომავალში "მცოდნელის" დახმარებით ვაპირებთ "ყოფაქცევის კულტურა" უფრო მეტ სკოლას გავაცნოთ. ასევე ამ თვეში მონაწილეობას მივიღებ ეროვნულ კონფერენციაში "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში", რომელშიც ჩემი ნაშრომებისა და პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ ვისაუბრებ.
ნინო მთივლიშვილი

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

Follow Us

I'm busy working on my blog posts. Watch this space!

Please reload

Search By Tags
Please reload

Archive
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

ააიპ. ასოციაცია მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი მისამართი: ბაქოს ქ. # 1, თბილისი, საქართველო

ტელეფონი: +995 599 400021  ელ–ფოსტა: info@mtsodneli.com

© 2016 Proudly created by Mtsodneli