ასოციაცია "მცოდნელი" - სიახლეთა კვლევის ცენტრი
დაარსების წელი: 2007
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
საიდენტიფიკაციო ნომერი: 20589079
ორგანიზაციული ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია / NGO
პრეზიდენტი: მეგი ქურდაძე
აღმასრულებელი დირექტორი: ლიანა ბედინაძე
საერთაშორისო ქსელი: CSLN – Civil Society Leadership Network
ორგანიზაციის შესახებ
ასოციაცია „მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი“ აერთიანებს განათლების სფეროს პროფესიონალებს, პედაგოგებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაინტერესებულ წარმომადგენლებს. ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება განათლებას, პროფესიულ განვითარებას, სამოქალაქო ჩართულობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას, სოციალურ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
ასოციაცია მუშაობს როგორც ტრენინგების, კვლევის, ინფორმაციისა და საგანმანათლებლო გამოცემების ცენტრი და ახორციელებს ტრენინგებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული განვითარების ინიციატივებს, გაცვლით პროგრამებსა და საზაფხულო ბანაკებს.
ორგანიზაცია თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან და ქმნის შესაძლებლობებს გამოცდილების, ცოდნისა და პროფესიული პრაქტიკის გაზიარებისთვის.
მისია
ასოციაციის მისიაა ადამიანებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება განათლების, პროფესიული განვითარების, კვლევის, ცოდნის გაზიარებისა და სამოქალაქო ჩართულობის გზით, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიულ, ინკლუზიურ და სოციალურ-ეკონომიკურად მდგრად საზოგადოებას.
ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების გაძლიერებას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი მოქალაქეობისა და სოციალური თანადგომის კულტურის განვითარებას.

მეგი ქურდაძე
ასოციაცია მცონელის პრეზიდენტი
infomtsodneli@gmail.com

ლიანა ბედინაძე
ასოციაცია მცოდნელის დირექტორი
ასოციცია მცოდნელის დამფუძნებელი
lianabedinadze14@gmail.com

ირმა ბაჯელიძე
პროექტების ხელმძღვანელი
ასოციცია მცოდნელის დამფუძნებელი
infomtsodneli@gmail.com
ია ბედინაძე
.
ასოციაცია "მცოდნელის" პარტნიორები



