top of page
Businesswoman

ტრენინგი ჩატარდება:

თბილისი  1 აპრილი - 28 ივნისი, 2020

ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

 ფასი: თვეში 220₾ 🎓

თანხის მთლიანად გადახდის შემთხვევაში ღირებულება 600 ₾

ტრენინგი: მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი
ქართული ენა და ლიტერატურა
 I ჯგუფი  - I – VI  კლასები
II ჯგუფი  - VII  – XII კლასები

პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი: სკოლის პედაგოგები, მასწავლებლობის მსურველები  

                                                         

 პროგრამის მიზანი:

მასწავლებლებს გააცნოს  კომპეტენციის დადასტურებისათვის  ჩასატარებელი გამოცდის მეთოდიკა და  მიდგომები,  რაც ხელს შეუწყობს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას

მასწავლებელთათვის გამოცდის  მნიშვნელობის გაცნობა და მომზადება,

სხვადასხვა ეფექტურად შესრულების სტრატეგიისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების გზების დაუფლება;

 პროგრამის მისაღწევი შედეგები::

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ყველა მეთოდისა და სტრატეგიის მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ცოდნა.

სხვადასხვა ეფექტურად შესრულების სტრატეგიისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების გზების დაუფლება;

გაეცნობით პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

 

ტრენინგს ჩაატარებს ასოციაცია. "მცოდნელის" მენტორი -  ზინა გაბიჩვაძე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 2020 წლის 25 მარტი. რეგისტრაციის  დროს სათაურის ველში მიუთითეთ ტრენინგის დასახელება.

პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი  კურსი მოიცავს 30 საათს

4913805109_d45a662fbc_b-592de24a5f9b5859

ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

ფასი: 50 ₾ 🎓

რეგისტრაცია

2020 წლის  25 მარტამდე. 

ტრენინგის მიზანია: მასწავლებლებს გააცნოს კლასის მართვის სტრატეგიები, გააცნობიერონ თუ როგორი მნიშვნელოვანია კლასის სწორად მართვა მოსწავლეთა რეალიზაციისათვის, განავითარონ ლიდერული უნარ–ჩვევები და შექმნან ჰარმონიული გარემო საკლასო ოთახში.

კლასის მართვა გულისხმობს მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისკენ, ხოლო დისციპლინა – მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს არასასურველი ქცევის აღმოფხვრისკენ ან მინიმუმამდე დაყვანისკენ. ტრენინგზე განხილული იქნება თეორიული და პრაქტიკული კლასის მართვის მეთოდები.

მასწავლებლები გაეცნობიან კლასის მართვისთვის აუცილებელ თეორიებსა და სტრატეგიებს, მათ შორის - უილიამ გლასერის არჩევანის თეორია, ბ. სკინერის ქცევის მართვის თეორია (ბიჰევიორიზმი), ალფრედ ადლერის და რუდოლფ დრეიკურსის თეორია და სხვა. მასწავლებლები განიხილავენ და თავად შექმნიან სტრატეგიებს საჭიროებათა მიიხედვით.

 

​​ პროგრამის მისაღწევი შედეგები:

ტრენინგის მონაწილეები დაეუფლებიან კლასის მართვის უნარებსა და ტექნიკებს, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და იმსჯელებენ კლასის მართვის მოდელებზე,  იწარმოებს ჯგუფური მუშაობა, მასწავლებელები გაეცნობიან და იმსჯელებენ სპეციალურ ლიტერატურას, 

პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი:  სკოლის პედაგოგები, მასწავლებლობის მსურველები 

ტრენინგს ჩაატარებს ასოციაცია. "მცოდნელის" მენტორი -  ირმა ბაჯელიძე 

ტრენინგი ჩატარდება:

თბილისი 2020 წლის 28 მარტი

პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი

კურსი მოიცავს 6 საათს

რეგისტრაციის დროს სათაურის ველში მიუთითეთ ტრენინგის დასახელება.

ტრენინგი: სასკოლო გარემო და კლასის მართვა
ტრენინგი: მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი – ფიზიკა

🔸 მსმენელები გაეცნობიან ფიზიკაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდის მოთხოვნებსა და ტესტის სტრუქტურას.
🔸 განიხილავენ და შეასრულებენ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ტესტების მაქსიმალურ რაოდენობას.
🔸 იმუშავებენ საგამოცდო პროგრამაში მითითებულ მათემატიკურ აპარატის გამეორება- ათვისებაზე.
🔸შეასრულებენ მაღალქულიანი, ასევე ერთქულიან დავალებებს დამოუკიდებელი შემაჯამებელი მუშაობის პროცესში.
🔸 იმუშავებენ ექსპერიმენტის ჩატარებისას სხვადასხვა ტიპის ცდომილებების გამოთვლაზე.

კურსზე განიხილება საკითხები:


1) გრაფიკული მეთოდის გამოყენება ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას;
2) დინამიკისა და მუდმივობის კანონების გამოყენება ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას;
3)წარმოებულის და ინტეგრალის დახმარებით ფიზიკის ამოცანების ამოხსნა;
4) სხვადასხვა ტიპის ამოცანები;
5) ერთჯერადი და მრავალჯერადი გაზომვების ცდომილებების გამოთვლა და ცდის საბოლოო შედეგის ჩაწერა და სხვა.

კურსი მოიცავს სულ 5 მეცადინეობას.

ტრენინგს ჩაატარებს ასოციაცია მცოდნელის მენტორი – ციური ჯიმშელაძე

atom.png

ტრენინგი ჩატარდება: 

1 ჯგუფი 22 თებერვალი - 7 მარტი 2020 / 2 ჯგუფი 14 თებერვალი - 28 მარტი 2020

გძელვადიანი ტრენინგი ჩატარდება : 21 მარტი - 30 მაისი, 2020

მისამართი:  ასოციაცია მცოდნელი  მისამართი ბაქოს 1. თბილისი

ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

ფასი: 180₾ 🎓

21-1.jpg

 ჩაატარე ეთიკის გაკვეთილები სკოლაში.

 გამოიყენე სადამრიგებლო საათი ეფექტურად!

კლასის მართვა გულისხმობს მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისკენ, ხოლო დისციპლინა – მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს არასასურველი ქცევის აღმოფხვრისკენ ან მინიმუმამდე დაყვანისკენ. ტრენინგზე განხილული იქნება თეორიული და პრაქტიკული კლასის მართვის მეთოდები.

 

წიგნი "ყოფაქცევის კულტურა" (ავტორი ლია ბედინაძე) განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო მასალა. წიგნი მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს კლასის საათზე ან საგანი "მე და საზოგადოების" დამხმარე მასალად.
ტრენინგზე განხილული იქნება კლასის მართვის მეთოდები და ბავშვთა ეთიკური ქცევები.

ტრენინგი განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის.

ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

ფასი: 50₾ 🎓

რეგისტრაცია

2020 წლის 20 მარტამდე

ტრენინგი ,,ყოფაქცევის კულტურა და კლასის მართვა"

ყოფაქცევის კულტურის სწავლების მიზანია:

მოსწავლეთა ცოდნის ფორმირება ეთიკური ნორმების ფარგლებში;

ქცევის წესების გაცნობა შესწავლა;

სამოქალაქო ეტიკეტის შესწავლა

მოსწავლეთა აღზრდა კულტურულ ზნეობრივ ღირებულებებზე.

სწავლების  ამოცანებია:

ეთიკური ნორმების გაცნობა

ზნეობრივი ჩვევების ჩამოყალიბება.

კრიტიკული აზროვნების განვითარება;

პიროვნული, სოციალური ფასეულობების ჩამოყალიბება.

1 დღიანი ტრენინგი

ტრენინგი ჩატარდება:

თბილისი 2020 წლის 22 მარტი

Science and Technology Class
bottom of page