top of page

გაყიდვების მენეჯერი

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “მცოდნელი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში:

თბილისში  – 10 პოზიცია

ბათუმი (აჭარის რეგიონი) – 4 პოზიცია

ქუთაისი ( იმერეთის რეგიონი) – 4 პოზიცია

თელავი (კახეთის რეგიონი) – 4 პოზიცია

გორი (ქართლის რეგიონი) – 2 პოზიცია

ოზურგეთი (გურიის რეგიონი) – 2 პოზიცია

ზუგდიდი ( სამეგრელოს რეგიონი) – 4 პოზიცია

 

ძირითადი მოვალეობები:

• გაყიდვების სხვადასხვა არხებისა და შესაძლებლობების მოძიება და გამოყენება;

• სასკოლო დამხმარე მასალების, წიგნების  რეალიზაცია ;

• პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა (პროდუქტის შესახებ ტრენინგს უზრუნველყოფს  ორგანიზაცია);

• პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან  შეხვედრების ორგანიზება;

• კლინტთა ბაზის წარმოება;

• შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი

 

ძირითადი მოთხოვნები:

• გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

• საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

• გამართული მეტყველება;

• დარწმუნებისა და პრეზენტაციის უნარი;

• პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა;

• ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

• საოფისე პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება:   % გაყიდვებიდან.

რეგიონებში გაყიდვების მენეჯერების მგზავრობის ხარჯებს აანაზღაურებს ორგანიზაცია.

 

შერჩევის პროცედურა შედგება 3 ეტაპისგან:

1. CV/რეზიუმეების შერჩევა;

2. გასაუბრება.

3. მომზადება ტრენინგი 1 კვირა.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: infomtsodneli@gmail.com

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 დეკემბერი.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ასოციაცია "მცოდნელი" აცხადებს ვაკანსიას: ფსიქოლოგი

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი / პროექტებიდან გამომდინარე

ხელფასი: საათობრივი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • კრიტიკული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი (რთულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაციის და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი)

  • ფსიქოლოგიური შეფასების კრიტერიუმების ცოდნა-დიაგნოსტირება;

  • მოსწავლეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება, კონსულტირება, დასკვნის მომზადება;

  • ადმინისტრაციის ინფორმირებულობა სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ;

  • დასკვნების, რეკომენდაციებისა და შეფასებების გაკეთება;

სავალდებულო თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა

** გუნდური მუშაობის უნარი 

** ინტერნეტში მუშაობის საბაზისო ცოდნა

** დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების შესრულება

შევსებული განაცხადის ფორმა გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე infomtsodneli@gmail.com

ვაკანსია

ასოციაცია "მცოდნელი" აცხადებს ვაკანსიას:

 მენტორი / ტრენერი მასწავლებელი

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი / პროექტებიდან გამომდინარე

ხელფასი: საათობრივი

 

მენტორი/ტრენერი მასწავლებელი არის პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც მზადაა ახალბედა, დამწყებ კოლეგას მიზანმიმართული დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში, ხელი შეუწყოს მაძიებელს პრაქტიკული პედაგოგიური უნარ-ჩვევების შეძენაში, საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში, გამოცდილების მიღებასა და პროფესიულ განვითარებაში. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მენტორი/ტრენერი მასწავლებელი ფლობდეს  როგორც მოსწავლის, ასევე ზრდასრულთა სწავლების კომპეტენციებს.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • პედაგოგად მუშაობის არანაკლებ  ხუთ წლიანი გამოცდილება საჯარო ან კერძო სკოლაში,

  • ეროვნული სასწავლო გეგმის ზედმიწევნით ცოდნა.

  • საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად

  • მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს

  • საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ

  •  სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს

სავალდებულო თვისებები:

** ასაკი: არ არის შეზღუდული

** პასუხისმგებლობის გრძნობა

** გუნდური მუშაობის უნარი

** ინტერნეტში მუშაობის საბაზისო ცოდნა

** დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების შესრულება

შევსებული განაცხადის ფორმა გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე infomtsodneli@gmail.com

bottom of page