top of page

პროექტი 

                     "ასწავლე ყოფაქცევის კულტურა"

პროექტის გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის 15 ივნისს
სასკოლო სცენარები და ღონისძიებები

ასოციაცია მცოდნელი გთავაზობთ  გთავაზობთ  სცენარებს დაწყებითი საფესურის კლასებისათვის. კარგად დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიება მასწავლებელს ეხმარება წინსვლასა და საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. ჩაატარეთ ღონისძიება და გამოცდილების გაზიარების მიზნით გადმოგვიგზავნეთ თქვენ მიერ ჩატარებული ღონისძიების სურათები. მასალა განთავსდება ასოციაციის ბლოგზე.

 

შეარჩიე შენთვის სასურველი სცენარი,

გაიარე რეგისტრაცია ვებ გვერდზე, სათაურის ველში მიუთითე სცენარის დასახელება. ჩვენი წამომადგენელი დაგიკავშირდებათ.

მეორე ყოველწლიური კონფერენცია

 "ეთიკა – ზნეობრივი ღირებულებების სწავლება სკოლაში"

12 ოქტომბერი 2019 წელი

2019_globalethicsday2019-hashtag.png

ასოციაცია მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი გიწვევთ მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციის მიზანია სკოლებში ეთიკის-ზნეობრივი ღირებულებების დანერგვა და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ეთიკა, როგორც პედაგოგიური დისციპლინა,

  • სადამრიგებლო საათის ეფექტური გამოყენება,

  • პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება,

  • ზნეობრივი ღირებულებების დანერგვა სწავლების დაწყებით საფეხურზე.

  • ბულინგი სკოლებში და მათი დაძლევის გზები,

  • მასწავლებელთა თანამშრომლობა მშობლებთან და პასუხიხმგებლობა,

  • კლასის მართვის ეფექტური ხერხები

წარმოდგენილი თემები უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის პრიორიტეტულ საკითხებს, მოხსენების დრო 5 წუთი.

მოხსენების თავფურცელის ნიმუში:

თემის სათაური, ავტორის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია   ( ტელ. ელ ფოსტა)

მოხსენების ტექსტი: შესავალი ნაწილი, ძირითადი ნაწილი,  დასკვნითი ნაწილი.

word-ის დოკუმრნდი არა უმეტეს 5 გვერდი, A4 ფორმატი, Sylfaen შრიფტი 12, დაშორება 1.5

საპრეზენტაციო მასალა - Power Point არაუმეტეს 10 სლაიდი.

თარიღი: 12 ოქტომბერი 2019 წელი 

ჩატარების ადგილი: ტერმინალი , ვაკე აბაშიძის 34, თბილისი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2019 წელი

მოხსენების თემების მიღების ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი 2019

რეგისტრაცია

მომხსენებელი – 30 ლარი

მსმენელი – 20 ლარი

მათ ვისაც სურს იყოს მომხსენებელი კონფერენციაზე 2019 წლის 10 სექტემბრამდე გადმოაგზავნეთ მოხსენება ჩვენს ელ ფოსტაზე info@mtsodneli.com. *** სათაურის ველში მიუთითეთ "მომხსენებელი"

კონფერენცია ხორციელდება კარნეგის საბჭოს (ნიუ იორკი, აშშ) პროგრამის გლობალური ეთიკის დღის ფარგლებში, ასოციაცია "მცოდნელი" არის კარნეგის საბჭოს წევრი და ის უერთდება მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელც ითვალისწინებს ეთკის -ზნეობრივი ღირებლებების დანერგვას საზოგადოებაში.

ასოციაცია მცოდნელის საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ ასოციაცია მცოდნელი
ს.ს "თი ბი სი" ბანკი
ბ/კ TBCBGE22
 ანგარიშის ნომერი:  GE30TB39 27 83 60 80 100 001

ასოციციაცია მცოდნელი იწვევს საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებს პროექტში „ასწავლე ყოფაქცევის კულტურა“ მონაწილეობის მისაღებად.

პროექტში მონაწილეობა გულისხმობს "ყოფაქცევის კულტურის"  ავტ. ლია ბედინაძე სწავლებასა და მოსწავლეების  ჩართულობას.

 

პროექტი მიზანმიმართულია მორალურ-ზნეობრივი, ეთიკურ-ესთეტიკური უნარ-ჩვევებისა  და ზოგასაკაცობრიო ღირებულებების დასანერგად მოზარდებში. მოიცავს სწავლების პერიოდში ღია გაკვეთილებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას.

 

გამარჯვებული მასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ წარმატებით განახორციელონ პროექტი მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს.

1, 2 და 3 ადგილზე გასულ მასწავლებლებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

 ლიდერთა სკოლა მოზარდებისთვის

   ასოციაცია "მცოდნელის" ლიდერთა სკოლა იწვევს 8–15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს ლიდერთა სკოლაში.

   

მოსწავლეები შეისწავლიან:  

  • ლიდერულ უნარ–ჩვევებს,

  • დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრის გამოხატვას,

  • ადამიანთა და ბავშვთა უფლებებს,

  • მეტყველებას, მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას,

  • გუნდურ მუშაობას,

  • დროისა და კონფლიქტების მართვას,

  • ყოფაქცევის კულტურას,

  • ეფექტური პრეზენტაციის უნარ –ჩვევებს და სხვა.

მეცადინეობები ტარდება თანამდეროვე ინტერაქტიური მეთოდებით, სადაც დაგეგმილია სახალისო და შემეცნებითი თამაშები.

მშობელთა სკოლა

მშობელთა სკოლა – ადგილი, სადაც ერთად ვიფიქრებთ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის აღზრდაზე. გიწვევთ საერთო პრობლემაზე სასაუბროდ, ჩვენ გთავაზობთ გარემოს, სადაც ერთად შევეცდებით მივიღოთ პასუხი სასურველ კითხვებზეც, სადაც ისაუბრებთ ღიად და მოისმენთ სხვადასხვა მოსაზრებებს აქტუალურ თემებზე.

მშობელთა სკოლის შეხვედრაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სტუმრები და ფსიქოლოგები.

  ყოველი თვის ბოლო პარასკევს 18:00 საათზე ჩვენ,  მშობლები ვიკრიბებით სასაუბროდ ფინჯან ჩაისთან.

  მოდით, ერთად  ვიფიქროთ ჩვენი შვილების მომავალზე.

გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია!

ასოციაცია  „მცოდნელი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მხატვრულ კითხვის წრეში.

მოსწავლეებს განუვითარდებათ:

1. მხატვრული კითხვის ტექნიკა

2. ტექსტის გააზრებული კითხვის უნარი

3. გაუაქტიურდებათ და გაუმდიდრდებათ ლექსიკური ფონდი

4. დამოუკიდებლობა და საკუთარ ძალებში დარწმუნება

6. შემოქმედებით ნიჭის უნარი

და რაც მთავარია, ისინი ისწავლიან კომუნიკაბელობას, შეძლებენ როლურ თამაშებს, თეატრალური გარდასახვის ელემენტებს.

მხატვრული კითხვის წრე

  • მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ

სამშაბათი, ხუთშაბათი

I ჯგუფი - 12 სთ-დან 13 სთ-მდე

II ჯგუფი - 16 სთ-დან 17 სთ-მდე

  • მოსწავლეები  მიიღებიან 6-დან 12-წლამდე

  • სწავლების საფასური: 8 მეცადინეობა 40 ლარი

წრის მუშაობას წარუძღვებიან გამოცდილი პედაგოგები და მოწვეული სპეციალისტები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

5 99 40 00 21

მისამართი: თბილისი, ბაქოს ქ. 1. 24-ე საჯარო სკოლა

NHSMUN - 2018

Powerful Management, Leadership & Technology Center გაეროს მოდელირების ასოციაციის IMUNA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში იწვევს საქართველოს წარმატებულ ახალგაზრდა ლიდერებს NHSMUN 2018 გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

bottom of page