top of page

" ყოფაქცევის კულტურა"
საჯარო და პიროვნული ზრდის
გზამკვლევი თანამედროვე თაობისთვის​.

დღეს, როდესაც განათლება მხოლოდ აკადემიურ ცოდნაზე არ შემოიფარგლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ კულტურულად ცხოვრება, ქცევა და აზროვნება — სხვების პატივისცემითა და სოციალური პასუხისმგებლობით.

ლიანა ბედინაძის წიგნი „ყოფაქცევის კულტურა“ ამ მიზანს ემსახურება.
იგი აერთიანებს პრაქტიკულ რჩევებს, რეალურ მაგალითებსა და ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარება:

მასწავლებლებს — მოსწავლეებში ჩამოაყალიბონ პოზიტიური, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო;

მოსწავლეებს — შეისწავლონ თავიანთი ქცევის გააზრება, სხვისი პატივისცემა, პასუხისმგებლობა და გუნდური თანამშრომლობა.

​

ll.jpg

გამოიწერე კლასისთვის სახელმძღვანელო "ყოფაქცევის კულტურა" კლასისთვის და მიიღე მასწავლებლის წიგნი უფასოდ.

დარეგისტრირდი მასწავლებელთა უფასო ტრენინგზე რომელიც ეძღვნება სკოლებში „ყოფაქცევის კულტურის“ გაკვეთილების ეფექტურად ჩატარებას ამ სახელმძღვანელოს საშუალებით. ტრენინგის განმავლობაში პედაგოგებს მიეწოდება პრაქტიკული ინსტრუქციები, ნიმუშები და მეთოდური რეკომენდაციები.

2019_globalethicsday2019-hashtag.png

ეთიკა - ზნეობრივი ღირებულებების სწავლება სკოლაში

21 ოქტომბერი, 2026 ყოველწლიური კონფერენცია

ასოციაცია „მცოდნელი“ გიწვევთ Global Ethics Day-ისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე თბილისში — პროფესიულ ღონისძიებაზე, რომელიც აერთიანებს განათლების სფეროს წარმომადგენლებს ეთიკის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების საკითხების გარშემო.

 ეთიკა • ლიდერობა • პასუხისმგებლობა • განათლების მომავალი

​

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

მასწავლებლებსა და პედაგოგებს
სკოლის დირექტორებს
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს
ფსიქოლოგებს
განათლების ფაკულტეტის სტუდენტებს

​

​​

 რეგისტრაცის ბოლო ვადა 2026 წლის 15 ოქტომბერი

კონფერენციაზე მონაწილეობა არის ფასიანი

🎤 მომხსენებლის მონაწილეობა — 35 ლარი
👥 დასწრების მსურველისთვის — 55 ლარი

🎤 კონფერენციის მომხსენებლები მიიღებენ  სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს მათ პროფესიულ მონაწილეობას და წვლილს Global Ethics Day 2026-ისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

კონფერენცია ხორციელდება კარნეგის საბჭოს (ნიუ იორკი, აშშ) პროგრამის გლობალური ეთიკის დღის ფარგლებში, ასოციაცია "მცოდნელი" არის კარნეგის საბჭოს წევრი და ის უერთდება მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელც ითვალისწინებს ეთიკის -ზნეობრივი ღირებლებების დანერგვას საზოგადოებაში.

არდადეგებზე დამხმარე წიგნი "ისწავლე და იხალისე არდადეგებზე" -1 კლასის მოსწავლეებისათვის. 
წიგნში მოცემულია ლექს–ამოცანები და სხვადასხვა სახალისო სავარჯიშოები, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს ხალისიანად გაატაროს არდადეგები და გაიღრმავოს ცოდნა.

სასკოლო სცენარები და ღონისძიებები

   მოსწავლეთა შემოქმედებითი და ჰარმონიული განვითარება სასკოლო განათლების ძირითადი მიზანია. აუცილებელია მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საერთო კულტურა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისადმი, გაუჩნდეს რწმენა საკუთარი შესაძლელობის გამოვლენისა, 

ასწავლე ყოფაქცევის კულტურა 

გახდი ცვლილების ინიციატორი!
ასოცაცია „მცოდნელი“ იწვევს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს პროექტში „ასწავლე ყოფაქცევის კულტურა“ მონაწილეობის მისაღებად!

​

ერთად შევქმნათ თაობა, რომელმაც იცის პატივისცემა, კეთილგანწყობა და კულტურული ურთიერთობა.


გახდი ის მასწავლებელი, რომელიც სწავლით ცვლის სამყაროს! 

რეგისტრაციის ბოლო ვადა 2025 წლის 1 ნოემბერი

0001 (2).jpg

მასწავლებელთა პროფესიული მომზადება

 ტრენინგი: '"ყოფაქცევის კულტურა და კლასის მართვა".
ეთიკის გაკვეთილები სკოლაში.
 როგორ გამოვიყენოთ სადამრიგებლო საათი ეფექტურად!
​
​

ასოციაცია მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი გიწვევთ გაწევრიანდეთ ჩვენ გუნდში. 

მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია!

ვაკანსია მცოდნელში

სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარები 

ასოციაცია მცოდნელი აცხადებს კონკურსს  მასწავლებლებისთვის    სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარების შექმნაში დაწყებითი კლასების (I–IV) მოსწავლეთათვის.

​

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. თითოეულმა მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს ერთი სცენარი, რომელიც ექსკლიზიურად შეიქმნება ამ კონკურსისთვის, თემატიკა თავისუფალია. 

  •  I, II, III ადგილის მფლობელები დასაჩუქრდებიან ფასიანი საჩუქრებით.

  • საუკეთესო 20 სცენარი დაიბეჭდება ასოციაცია მცოდნელის მიერ გამოშვებულ კრებულში.

  • კონკურსში მონაწილე პედაგოგებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა
2025 წლის 25 დეკემბერ 

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია და სცენარი გადმოაგზავნეთ infomtsodneli@gmail.com

კონკურსი მასწავლებლებისთვის

დაიწყო რეგისტრაცია ავტორთან შეხვედრებზე საქართველოს მასშტაბით!

ასოციაცია „მცოდნელი“ გთავაზობთ შესაძლებლობას, მოიწვიოთ წიგნის „ყოფაქცევის კულტურა“ ავტორი — ლია ბედინაძე — თქვენს სკოლაში, საგანმანათლებლო ცენტრში ან ორგანიზაციაში. შეხვედრები — საქართველოს მასშტაბით

🌿 შეხვედრა მოიცავს:

• ინტერაქტიულ საუბარს ბავშვებთან

• წიგნის განხილვას

• კითხვებსა და პასუხებს

• თემატურ აქტივობებს

• ქცევის კულტურის, პატივისცემის, პასუხისმგებლობისა და ეთიკური ღირებულებების განხილვას

• ავტორთან უშუალო კომუნიკაციას

 

შეხვედრებზე რეგისტრაცია შეუძლიათ სკოლებს, მასწავლებლებს, დამრიგებლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო ცენტრებსა და მშობელთა ჯგუფებს.

📩 რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ:

​

  • სკოლის/ორგანიზაციის დასახელება

  • ქალაქი

  • საკონტაქტო პირი

  • საკონტაქტო ტელეფონი

  • ელ ფოსტა

  • მოსწავლეთა რაოდენობა

  • სასურველი თარიღი​

ააიპ. ასოციაცია მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი  თბილისი, საქართველო

ტელეფონი: 211 07 80  ელ–ფოსტა: infomtsodneli@gmail.com

© 2016 Proudly created by Mtsodneli 

bottom of page