სადამრიგებლო საათის ეფექტურად გამოყენება – დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად
მოზარდობის ასაკი ერთ–ერთი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს ბავშვს უყალიბდება ურთიერთობის უნარ–ჩვევები, ღირსების განცდა, რაც შემდგომში მისი ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება. სამოქალაქო აღზრდა, მორალური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სტიმულირება მოზარდებში ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია. ბავშვის ბუნება ისეთივეა, როგორც მოზრდილის და მისი აღზრდა, როგორც მშობლის, ასევე პედაგოგის პირდაპირი მოვალეობაა. არასწორად აღზრდილი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ურთიერთდახმარების, ურთიერთპატივისცემის, პასუხისმგებლობის, პირადი ღირსების სულისკვეთება შეიძლება საზოგადოებისათვის მიუღებელი ადამიანი გახდეს. სააღმრზდელო მუშაობის მთავარი მიზანი, ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა. პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით აუცილებელია. დღესდღეობით მოზარდებში შეიმჩნევა ძალადობის შემთხვევები, არაერთი ძალადობის ფაქტია დაფიქსირებული სკოლებში. პრობლემა გახლავთ ის, რომ მოზარდებს უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობა და საკუთარი შესაძლებლობების სწორი რეალიზება. აშკარაა, ინტერესის ნაკლებობა ეთიკური ნორმების მიმართ, ხშირია ცუდი მანერების გამოვლენა ქუჩაში, ოჯახში და ნაკლებია მოსწავლეთა ზნეობრივი და კულტურული ჩვევების დონე. მოზარდებში ურთიერთნდობის, ურთიერთგაგების და ურთიერთპატივისცემის არ ქონის გამო ხშირია დაპირისპირებები და კონფლიქტები, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგები მოსდევს. ასევე აღსანიშნავია, მოსწავლეებში არასრულფასოვნების კომპლექსის ქონაც, რომელიც ბევრად ამცირებს მოზარდის შესაძლებლობების აღქმის უნარს და ხშირ შემთხვევაში თანატოლებისაგან ცალკე მდგომ, თავისთავში ჩაკეტილ ინდივიდად გვევლინება.
პედაგოგს დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლის ზნეობივ ფორმირებაში, ვინაიდან ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამიტომაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე. სწავლების მეთოდები, რომლებიც მოსწავლის სწავლებაზეა ორიენტირებული, მხოლოდ საშუალებაა, რომელიც მასწავლებელს ეხმარება გადასცეს ცოდნა განსაზღვრულ საგანში. სკოლის ასაკიდანვე მნიშვნელოვანია ისეთი მოქალაქეების აღზრდა, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ღირსეული წევრი იქნება. დამრიგებელს, თავისი მოვალეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი როლი ენიჭება, ის მოსწავლეების აღმზრდელი, მრჩეველი და მეგობარია, მას ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე. საგნობრივ მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს. დემოკრატიული ღიებულებების მქონე მოქალაქეების აღსაზრდელად ეფექტური იქნება მასწავლებელმა გამოიყენოს სადამრიგბლო საათი, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქის ფორმირებისაკენ. ასეთი მიდგომა დაეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ, თუ რა არის ადამიანის ღირსების საზომი, რა არის ყოფიერება, რა წესებს და ნორმებს ემყარება ცხოვრების წესი, რა დამოკიდებულებები აქვს ქვეყნის განვითარებასთან და რა საერთო ღირებულებებს ეფუძნება მათი არსებობა საზოგადოებაში.
მოქალაქის ფორმირებისათვის მისი ადგილისა და როლის განსაზღვრისათვის საზოგადოებაში, საკუთარი თავის შეცნობისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის ადრეული ასაკიდანვე უნდა ზრუნავდეს ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. დამხმარე სახელმძღვანელო „ყოფაქცევის კულტურა“, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის შეიქმნა დაეხმარება პედაგოგებს ეფექტურად გამოიყენონ სადამრიგებლო საათი/კლასის საათი. სწორედ დაწყებითი საფეხურიდანვე კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს გააზრებულად უნდა მიაწოდოს ცნება დემოკრტიული მოქალაქეობის, ქცევის კულტურისა და ინფომაცია იმ უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელიც მოქალაქეთა ისეთ საერთო ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა: შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა, არაძალადობრიობა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა და ა. შ.
ვიცით რომ სწავლება სამი განზომილებით ახდენს სწავლის პროცესის ინტეგრაციას. ესაა:
ცოდნა და გააზრება (შემეცნებითი განზომილება);
უნარების განვითარება და კომპეტენციების ჩამოყალიბება;
ღირებულებების და დამოკიდებულებების განვითარება.
სამივე განზომილების მოსწავლეზე ორიენტირება დამრიგებლის პრეროგატივააა, რომლის განხორცელებისათვის მას საშუალება აქვს გამოიყენოს საგაკვეთილო დრო და კლასის საათი.
სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისავის დაწყებითი საფეხურიდანვე ზრუნვა, სათანადოდ მიწოდებული მასალა, პრაქტიკული სავარჯიშოები, აქტივობები, რომელიც გარკვეული დოზით ასაკობრივ განვითარებასთან შესაბამისობაში მიეწოდებათ, მოზარდებს საშუალებას მისცემს შეიცნონ საკუთარი თავი, ისწავლონ „მე“-ს მართვა. ამასთანავე მათ დაეხმარება შეიმეცნონ ყოფიერების არსი და ის უფლება-მოვალეობანი, რომლის გამოყენებითაც შეეცდებიან ეზიარონ დემოკრატიულ პრინციპებს.
მოსწავლემ უნდა იცოდეს დიქტატორული და დემოკრატიული პრინციპების განსხვავება. რა დამოკიდებულებები არსებობს ტრადიციასა და ოჯახს შორის, რა არის სამშობლო და რატომ უნდა დავიცვათ მისი საზღვრები, რა განასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისაგან და როგორ გამოვხატოთ სხვა ხალხებისადმი ნდობა, პატივისცემა, რა არის მეგობრობა, სიყვარული და სხვა.
სკოლა, როგორც მიკრო საზოგადოება, თავისი სწავლების მეთოდებით უნდა იყოს დასახული მიზნის (პროექის) შესრულებაზე ორიენტირებული ინტერაქტიურ-თანამშრონლობითი სწავლება რეალური ცხოვრების გამოცდილებას უნდა იძლეოდეს. ეს მეთოდები მასწავლებლის მხრიდან კომბინირებული უნდა იყოს სწავლებასთან, ვარჯიშთან და დემონსტრირებასთან.
თუ გვინდა აღზრდა გავხადოთ - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა გააზრებისა და ქცევის კულტურის დანერგვის მიმართულებით საინტერესო, საჭიროა: ცოდნა, გააზრება, უნარების მართვა, დამოკიდებულებები და ღირებულებები ვაქციოთ ყოველდრიურ სასკოლო გამოცდილებად. ეს მოგვცემს საშუალებას მივცეთ მოზარდს ადამიანის უფლებათა გააზრებისა და საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობა.
დაწყებით საფეხურზე მოსწავლემ სკოლა უნდა აღიქვას რეალური ცხოვრების ნაწილად და არა იზოლირებულ ადგილად, სადაც მხოლოდ სწავლას ეუფლებიან, არამედ ის უნდა გახდეს პატარა თემი, სადაც თავისი თავის რეალიზებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად მოახდენს, ამასთანავე ანალიზის შედეგად გაითავისებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და უფლებების ღირებულებებს.
ყოფაქცევის კულტურის, დენოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლება მთელი სკოლის რეფორმირებას გულისხმობს, მასში ჩართული არიან როგორც მასწავლებლები, სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მშობლებიც კი.
გააზრებული სწავლების პირველი ეტაპი სწორედ საკლასო ოთახში უნდა დაიწყოს, სადაც მასწავლებლები იღებენ გადაწყვეილებას იმის შეასახებ, თუ რისი შეცვლა სურთ. დემოკრატიული სისიტემა დემოკრატიული ღირებულებების მქონე აქტიური მოქლაქეების არსებობაზეა დამოკიდებული, ეს კი მოხდება მაშინ როცა თითოეული მოქალაქე დაწყებითი საფეხურიდანვე შეისწავლის ეტიკურ ნორმებს, ქცევის კულტურასა და მასთან საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს. როცა გაერკვევა, როგორ იცხოვროს დემოკრატიულ ინსტიტუციურ სისტემაში. მონაწილეობდეს საჯარო დისკუსიებში, შეეძლოს მოლაპარაკებების წარმოება, ესმოდეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და ეს ყველაფერი ხდებოდეს საზოგადოებრივი კულტურის შეგნებით.
დამსხმარე სახელმძღვანელო „ყოფაქცევის კულტურა“- საშუალოებას აძლევს მასწავლებელს ეფექტურად იმუშაოდ კლასში. ყველა ზემოთ ჩამოყალიბებულ მოსაზრებათა ერთიან ჩარჩოში მოყვანის შეგეგად მოსწავლეს საშუალება ეძლევა: გაეცნოს, შეიმეცნოს, გააანალიზოს, მიუსადაგოს ,აზრი გამოთქვას, დაწეროს, დახატოს და წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით და ბოლოს გაითავისოს ზნეობრიობისა თუ მოქალაქეობრივი ღირებულებების უფლება- მოვალეობების მთელი სისტემა, რომელიც მას ღირსეულ მოქალაქედ აქცევს.
დემოკრატიულ ქვეყანას კი, სწორედ ასეთი დემოკრტიული ღირებულებებით აღზრდილი ადამიანები სჭირდება!
ლიანა ბედინაძე.
24-ე საჯარო სკოლის პედაგოგი
ასოციაცია „მცოდნელის“ დირექტორი