top of page

კლასგარეშე მასობრივი ღონისძიებების სცენარების შედგენის მეთოდიკა, შინაარსი და ჩატარების ორგანიზაცია

სასკოლო განათლების ძირითადი მიზანია მოსწავლის ჰარმონიული და შემოქმედებითი განვითარება. ზოგადი გავითარების მიღებასთან ერთად, აუცილებელია მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საკუთარი თავის რწმენა და განუვითარდეს სულიერი სამყარო, დახვეწოს მეტყველება და სხვ. დღეს, როგორც არასდროს, მშობლიურ ენას განსაკუთრებული სიფაქიზითა და სიფრთხილით უნდა დაცვა. ამ საქმეში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს კლასგარეშე მუშაობის ისეთმა ეფექტურმა ფორმამ, როგორიცაა საგანმანათლებლო მასობრივი თემატური ღონისძიების მომზადება და ჩატარება.

კლასგარეშე მუშაობა სასკოლო მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ის შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა სახით: თემატური მასობრივი ღონისძიების, ზღაპარ-სპექტაკლის, დისპუტის, დებატის, კითხვა-პასუხის, გართობის საღამოსა თუ კონცერტის სახით. ასოციაცია მცოდნელის მიერ ორგანიზებულ სასკოლო სცენარებისა და ღონისძიებების კონკურსში ჩვენი მიზანია - სასკოლო, საკლასო თემატური ღონისძიების სცენარების შედგენისა და ჩატარების მეთოდების წარმოდგენა გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პედაგოგები შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ თითოეული ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებას, შეადგინონ ახალი სცენარები თავიანთი კონკრეტული პირობების შესაბამისად, ააწყონ მასალა კომპოზიციურად. (კომპოზიცია-ნიშნავს ცალკეული კომპონენტების აწყობას, აშენებას, დალაგება-დაკავშირებას).

სცენარში მასალა ( თემა ) უნდა დალაგდეს ისე, რომ ყოველ წინა ამბავში ჩანდეს მომავალი ამბვის ელემენტები და მომზადდეს მასზე გადასვლა. თემატური ღონისძიების შინაარსის ასეთი თანმიმდევრობით გაშუქება დაგვეხმარება, მისი მთავარი იდეის გაგებასა და მიზნის მიღწევაში.

შინაარსიანი, მხატვრულად გაფორმებული თემატური ღონისძიება, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვან თარიღებს დავუკავშიროთ, არა მარტი ახალისებს მოზარდს, არამედ იწვევს მასში დადებით ემოციებს, უმტკიცებს ცოდნას გარესამყაროზე, უვითარებს მეტყველებას, შემოქმედებით ინიციატივასა და ესთეტიკურ გემოვნებას, ხელს უწყობს ზნეობრივი წარმოდგენების ფორმირებას.

სკოლაში მოწყობილი საბავშვო ღონისძიებები უნდა პასუხობდეს მოზარდთა სულიერ მოთხოვნებს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურული სცენარების მაღალმხატვრულ დონეზე შედგენას, პატრიოტული თუ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსიანად გაშუქებას.

პედაგოგი მასობრივი ღონისძიების სცენარის შესადგენად, უნდა იყენებდეს: დრამატულ, მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, საბავშვო და სხვა სახის ლიტერატურას.

საბავშვო სასკოლო ღონისძიების სცენარის წყაროები და ლიტერატურა შეიძლება შეირჩეს:

ა) თეატრალური ხელოვნებიდან - საბავშვო ზღაპარ სპექტაკლები;

ბ) მუსიკალური ხელოვნებიდან - კლასიკოსებისა და საბავშვო სიმღერების კომპოზიტრების მუსიკალური ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები, თემატური საბავშვო სიმღერები.

გ) მხატვრული კითხვის ნომრებიდან - ხალხური მთქმელისა და საბავშვო პოეტისა თუ მწერლის შემოქმედებიდან. თემის შესატყვისი ლექსები.

დ) ქორეოგრაფიული ხელოვნებიდან - (ბალეტი, საესტრადო, სამეჯლისო და ხალხური ცეკვები)

ე) საცირკო ხელოვნების ნომრებიდან.

ვ) მხატვრულ ლიტერატურიდან - ( ზღაპრები, მოთხრობები, იგავ-არაკები და სხვა!)

ზ) საბავშვო ლექსებიდან.

თ) იგავებიდან და ა შ.


კლასგარეშე მასობრივი ღონისძიებების სცენარის სახეებია:

  1. ო რ ი გ ი ნ ა ლ უ რ ი სცენარი - რომელიც მთლიანად ავტორისეულია და მასში არ შეიძლება სხვა, ავტორის მიერ გამოქვეყნებული რაიმე ნაწყვეტების შეტანა.

  2. შ ე რ ე უ ლ ი სცენარი - როდესაც მასში შეტანილია უკვე გამოცემული დრამატული, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და მხატვრული სახის ლიტერატურიდან შესატყვისი ნაწყვეტები, (ამ შემთხვევაში თემა ერთმანეთთან დაკავშირებულია სცენარისტის (კომპოზიციონერის )ორიგინალური სიტყვებითა და შევსებულია ცალკეული საკითხებსადმი მიძღვნილი მხატვრული გამოთქმებით.

  3. კ ო მ პ ო ზ ი ც ი უ რ ი სცენარი- ლიტერატორულ-მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოებების ისეთი ურთიერთდაკავშირებაა, როდესაც ღონისძიების თემისადმი მიძღვნილი საკითხები მთლიანად შერჩეულია ადრე გამოცემული დრამატული, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, მხატვრული, ტექნიკური და სხვა სახის ლიტერატურიდან. ასეთი სახის სცენარში ორიგინალური შეიძლება იყოს მხოლოდ წამყვანის სიტყვები. მასში არ არის, არც ერთ მასალა დღემდე გამოუქვეყნებელი რაიმე ნაწარმოებიდან.

პირველი სახის ( ორიგინალური) სცენარის შდეგენისათვის მასწავლებელმა უნდა მიმართოს გამოცდილ სცენარისტებს, ხოლო მეორე და მესამე სახის სცენარების შედგენა შეუძლია ყველა დაინტერესებულპედაგოგს, თუმცა,იგი შრომატევადია.

სასკოლო დაწესებულებაში ჩასატარებული რომელიმეკლასგარეშე ღონისძიებისათვის არ შეიძლება გვქონდეს ისეთი სცენარი, რომელიც ყოველგვარი ცვლილების გარეშე შეიძლება გამოყენებული იქნას ყოველ დროს.


სცენარში შეიძლება გამოყენებული იქნას ფონოგრამა, სპეციალური ეფექტები კომპიუტერი და სხვა ტექნიკური საშუალებები.

სცენარის ხანგრძლივობაშეიძლება გთვალისწინებული იქნას მის აქტუალობაზე, თუმცა გრძელი 2-3 საათიანიგადატვირტული დრო მაყურებლისთვისაც მოსაწყენია და დამღლელი მონაწილეთათვის.ამიტომ 45 წუთიანიდა 1 საათიანი პროგრამა საკმაოდ საკმარისია ამა, თუ იმ ღონისძიების ჩასატარებლად.

კლასგარეშე ღონსძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეთა შეფასება,სხვადასხვა უნარ- ჩვევების გამოვლენა. ეს ერთგვარი სასკოლო მუშაობის პროექტია, მის განხორციელებას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეთამხრიდან.რაც მთავარია ამ დროსმოსწავლეთა ჩართულობამნიშვნელოვნად მაღალია, მათი აქტივობის დონე მატულობს, ეძლევათ საშუალებაგაიმდიდრონ ლექსიკური ფონდი, განიმტკიცონ უკვე შესწავლილი მასალა როლური თამაშების სახით, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, მოახდინონ ყურადღების კონცენტრაცია, განივითარონ შემოქმედებითი უნარები და სხვა.


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page